თელავის ისტორიამთავარი ამბებიპოლიტიკა

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან

0

“რეალურად ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან . ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას , უარი თქვა სამშობლოზე , უარი თქვა მოქალაქეობაზე . ეს კიდევ ერთხელ მოწმობს , რომ ისინი არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები”- ასე გამოეხმაურა ვიცე- პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკავშილის დასახელებას.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დანაყოფი პარტიები ვერც გეგმავენ იმას, რომ საქართველოში რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ.

“სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას , რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას . ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას , ჩამობრძანდეს არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამმართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არაებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანზე , როგორც ჩანს უკრაინაჩიც აღარ დაედგომლება, სერიოზული საუბარი დიდი იმედი მაქვს საქართველოში მალე დასრულდება . თუ ის მაინც გადაწყვეტს ჩამოვრძანდეს მას ელოდება დაკავების ოროცედურა, ასეთია ეეალობა და იმ სასჯელის მოხდა , რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close