თელავიკულტურა

თელავში, წიგნის ,,საბჭოთა რეპრესიები თელავში 1921-1924 წლები, ნაწილი I’’ პრეზენტაცია გაიმართა

0

თელავის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ე.წ. ამფითეატრის ტერიტორიაზე , წიგნის ,,საბჭოთა რეპრესიები თელავში 1921-1924 წლები, ნაწილი I’’ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია 1924 წელს 5 სექტემბერს ,,გიგოს გორაზე“ და თელავის მაზრის ,,პოლიტბიუროს“ შენობაში დახვრეტილი თელაველების ხსოვნას მიეძღვნა.

 

პრეზენტაციის დასასრულს ნაშრომის ,,თელავი – წარსული და თანამედროვეობა’’ (ავტორები თეიმურაზ ვახტანგიშვილი, თენგიზ სიმაშვილი) ხელახლა გამოსაცემის მიზნით ფულის შესაგროვებლად, გაიყიდა  ნაშრომები, როგორც ერთიან კომპლექტში ასევე ცალობით:

ერთი კომპლექტი: (6 ცალი წიგნი) – 70 ლარი (კომპლექტშია სხვადასხვა დასახელების ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნები) ცალობით: ,,ს ტ ა ლ ი ნ ი – ბიოგრაფიული შტრიხები’’ – ფასი 20 ლარი ,,Stalin – New Archival Materials for Biography’’ – ფასი 20 ლარი ,,ს ტ ა ლ ი ნ ი – 1905-1907 წლების რევოლუცია და ტერორი’’ – ფასი 10 ლარი ,,კახელი ტერორისტები და უცნობი დეტალები (აქვსენტი სიდამონიძე, ხარება და გოგია, ზალიკო სვიმონიშვილი და სხვები)’’ – ფასი 10 ლარი ,,ვინ მოკლა ილია? ახლადმოძიებული საარქივო მასალები ნაწილი I’’ – ფასი 10 ლარი ,,საბჭოთა რეპრესიები თელავში – 1921-1924 წლები ნაწილი I’’ – ფასი 10 ლარი. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close