თელავიკულტურა

თელავში კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის შემოქმედებითი საღამო ,,შენ გიმღერ ჩემო ქალაქო,, გაიმართა

0

თელავის ისტორიული მუზეუმის ტერასაზე კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის შემოქმედებითი საღამო ,,შენ გიმღერ ჩემო ქალაქო,, გაიმართა.

საღამოზე მისულ სტუმრებს კონცერტის დაწყებამდე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცული თელაველი მხატვრების ნამუშევრები.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონცერტი ერეკლე ll-ის და კათალიკოს ანტონ l-ის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close