ახმეტასპორტი

ახმეტაში „ავტო-მოტო რბოლა დრაგის და ფიგურული სლალომის სახეობებში“ გაიმართა

0

ახმეტაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის, შალვა გოდერძიშვილის და თენგო გოგილაშვილის მხარდაჭერით გიორგი ცაძიკიძის თანადგომისთვის გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება „ავტო-მოტო რბოლა დრაგის და ფიგურული სლალომის სახეობებში“.
ღონისძიება თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის პრეზიდენტის ოთარ მდივნიშვილის და კავკასუს ენდურო ტურების დირექტორის გიორგი ცისკარიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ავტო და მოტო მრბოლელები.

ავტო რბოლა ჩატარდა ორ კლასიფიკაციაში, წინა და უკანა წამყვან ავტომობილთა შორის ფიგურული სლალომის სახეობაში:წინა წამყვან ავტომობილთა შორის:
III ადგილი დაიკავა ანრი ნაცარაშვილმა;
II ადგილის მფლობელი გახდა დავით კაკაურიძე;
I ადგილი და თასი გადაეცა მამუკა ქსოვრელს.

უკანა წამყვან ავტომობილთა შორის↕️
II ადგილი წილად ხვდა თელაველ მრბოლელს ირაკლი ტეტიაშვილს;
I ადგილი დაიკავა და თასი გადაეცა თბილისელ მრბოლელს თენგო გოგილაშვილს რომელიც BMW -ს მარკის Z3 მონაწილეობდა ავტო რბოლაში.

მოტო რბოლა ჩატარდა სამ სახეობაში ეგრეთწოდებული ვილის შეჯიბრში

III ადგილი დაიკავა თელაველმა რაიდერმა, მოტო კროსის მრავალგზის ჩემპიონმა გიორგი ცისკარიშვილმა,
II ადგილის მფლობელი თელაველი დავით მარკოზაშვილი გახდა,
I ადგილი დაიკავა და თასი გადაეცა ბოლნისელ მრბოლელს ვანო ხელაძეს.

მოტო რბოლა დრაგის სახეობაში ჩატარდა სამ კლასიფიკაციაში – 500 cc კლასში:
IIIადგილის მფლობელი გახდა გიორგი კვახაძე
II ადგილი დაიკავა ბოლნისელმა მრბოლელმა ვანო ხელაძემ
I ადგილის მფლობელი გახდა თელაველი მრბოლელი, მოტო კროსის მრავალგზის ჩემპიონი გიორგი ცისკარიშვილი.

600 cc ში:
III ადგილი დაიკავა თბილისელმა მრბოლელმა ლევან მაღლაკელიძემ,
II ადგილის მფლობელი თელაველი მრბოლელი ნიკა დოლმაზაშვილი გახდა.

1000 cc კლასი მოტოციკლთა შორის კი ადგილები ასე გადანაწილდა:
III ადგილი: თბილისელი მოტო მრბოლელი გიორგი ნიკოლეიშვილი რომელიც YAMAHA MT 09 ით მონაწილეობდა.
II ადგილი: ბოლნისელმა მრბოლელმა გივი გოგებაშვილმა დაიკავა, იგი SUZUKI GSX R 1000 ით მონაწილეობდა რბოლაზე.
I ადგილის მფლობელი კი ბოლნისელი მრბოლელი ვანო ხელაძე გახდა და თასიც სწორედ მას გადაეცა, რომელიც ასევე SUZUKI GSX R 1000 მონაწილეობდა რბოლაზე.

მოტო რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში, STREET FIGHTER მოტოციკლთა შორის გამარჯვებულები კი გახლავთ:
III ადგილი: ბოლნისელი მრბოლელი ნიკა ჭითანავა
II ადგილი: თბილისელი მრბოლელი გიორგი ნიკოლეიშვილი
I ადგილი: თელაველი მრბოლელი დავით ფეიქრიშვილი

მოტო რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში, ENDURO-CROSS SUPER MOTARD მოტოციკლთა შორის გამარჯვებულები გახლავთ:
III ადგილი: ბოლნისელი მრბოლელი ვანო ხელაძე
II ადგილი: თელაველი მრბოლელი, მოტო კროსის მრავალ გზის ჩემპიონი გიორგი ცისკარიშვილი
I ადგილი: თელაველი მრბოლელი, მოტო კროსის მრავალ გზის ჩემპიონი ალექსანდრე (პუსკუნა ) ბიძინაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close