დღის ამბები

ქართველი ბლოგერების პრეს-ტური ლაგოდეხში

29 აგვისტო-2 სექტემბერი, 2020  - ა(ა)იპ კახეთის  რეგიონის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ (DMO Visit Kakheti) ქალაქ ლაგოდეხში მასპინძლობს პრეს-ტურს ქართველი მოგზაური ბლოგერებისათვის.

29 აგვისტო-2 სექტემბერი, 2020  – ა(ა)იპ კახეთის  რეგიონის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“ (DMO Visit Kakheti) ქალაქ ლაგოდეხში მასპინძლობს პრეს-ტურს ქართველი მოგზაური ბლოგერებისათვის.

პრეს-ტურის განმავლობაში ბლოგერებისთვის საკმაოდ საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი: ისინი დაესწრებიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ნაკრძალი“, მოინახულებენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტს და შემდგომ, მათთვის 4 დღიანი ლაშქრობა მოეწყობა თვალწარმტაც შავი კლდეების ტბაზე.  ტურის განმავლობაში ბლოგერები საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით გააშუქებენ ტურს და თავიანთ გამომწერებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ლაგოდეხის და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების შესახებ.

აღნიშნული პრეს-ტურის მიზანია შიდა ტურზისტულ ბაზარზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდა.

ლაგოდეხი ისტორიულ წყაროებში პირველად VIII ს-ში იხსენიება და კახეთის ამ ულამაზეს და ბარაქიან კუთხეს არასდროს დაუტოვებია სტუმარი გულგრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
-მალხაზ ჭრელაშვილი (დმო „ვიზით კახეთი“)
+995 595 70 05 15
პრეს-ტურის დეტალებზე დაგვიკავშირდით:
ქრისტიანნა გრიგორიან (გიდი)
+995 558 77 58 97

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close