პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა

მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კახეთის რეგიონში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით სიღნაღისა და დედოფლისწყაროს დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის შეკითხვას უპასუხა.

,,ბევრი დაწყებული პროექტი ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახლებული მენეჯმენტი, სადაც ჩვენ ცვლილებები უკვე განვახორციელეთ და კიდევ ვგეგმავთ, ამჟამად ბევრ პროექტზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ ტემპებსაც დავაჩქარებთ და პრობლემებს დროულად მოვაგვარებთ,“ – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, კახეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად, პროექტების შესრულებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით. მინისტრობის კანდიდატობის განცხადებით : „საკმაოდ დიდი ცვლილებები არის საჭირო წყალმომარაგების კომპანიაში, როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ოპერირების კუთხით. პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება, წყალმომარაგების კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს და შემდეგ ვიფიქროთ მის შესაძლო პრივატიზაციაზე, ან კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close