სამართალი

9 წლის მოზარდი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით მოათავსეს

0

პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით მოათავსეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.

Mak.ge -ის ინფორმაციით, მეგობრები იარაღით თამაშობდნენ , რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. არასრულწლოვანს დაზიანება ღვიძლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close