განათლებათელავი

თელავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სავარაუდოდ 14 სექტემბერს განახლდება

0

თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება, სავარაუდოდ 14 სექტემბერს იგეგმება. ამის შესახებ, ,,მთავარი ამბები კახეთთან”, ააიპ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს. როგორც, სამსახურის ხელმძღვანელი, ია ლუარსაბაშვილი განმარტავს,მუნიციპალიტეტში არსებული ბაგა-ბაღები სრულად მომზადებული და დამუშავებულია უსაფრთხოების მხრივ.

,,ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესს სავარაუდოდ 14 სექტემბერს განვაახლებთ.  ველოდებით სამინისტროსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვიცით,  პროტოკოლის მიხედვით სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შევზლებთ. რაც შეეხება მზადყოფნას, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სააღმზრდელო ბაღი მზად არის სწავლის დასაწყებად.”-აღნიშნავს, ია ლუარსაბაშვილი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ.

,,დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close