განათლებადღის ამბები

თელავის უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამა ევროპის 10-ზე მეტ უნივერსიტეტთან აქვს

ყველა ეს პროგრამები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აქვს თელავის უნივერსიტეტს, არის როგორც ბაკალვრიის სტუდენტებისათვის, ასევე მაგისტრი და დოქტორანტი სტუდენტებისთვისაც. უნივერსიტეტი სწავლების გარდა სტუდენტებს უშვებს პრაქტიკაზეც, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურისტული, აგრალური და ინკლუზიური მიმართულებებით.

2019 წლის მონაცემებით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროეტების მიხედვით საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო რეგიონის უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა . თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რვა საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს.


2020 წელს უნივერსიოტეტს კიდევ ორი განვითარების პროექტი დაუფინანსდა. პროექტის ფარგლებში ერთი ფსიქოლოგიური სერვის ცენტრების ჩამოყალიბებას მოიცავს, ხოლო მეორე კი თანამედროვე სწავლა სწავლების განვითარებას ეხება.

ასევე შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის ფარგლებში ორი პროექტი დამატებით იქნა დაფინანსებული ევროკომისიის მიერ. პროექტები ერთი ეხება ტურისტული კორიდორის შექმნას იუნესკოს დაცული ძეგლების მიმართულების მიხედვით, რომლის სერვისი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ასაკის ტურისტისთვის.

მეორე პროექტი სწორედ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, ეს არის ჭკვიანი ფერმერობა. რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მისი მსგავსი დარგების გაციფრულებას ეხება.

ასევე საიინტერესოა რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დაემატა ბევრი უნივერსიტეტი, მათ შორის პორტუგალიის, გერმანიის, იტალიის მიმართულებით. აქამდე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცვლითი პროგრამებით ესარგებლათ საფრანგეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, იტალიის, ესპანეთის, რუმენეთის და თურქეთის უნივერსიტეტები.
ყველა ეს პროგრამები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აქვს თელავის უნივერსიტეტს, არის როგორც ბაკალვრიის სტუდენტებისათვის, ასევე მაგისტრი და დოქტორანტი სტუდენტებისთვისაც.
უნივერსიტეტი სწავლების გარდა სტუდენტებს უშვებს პრაქტიკაზეც, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურისტული, აგრალური და ინკლუზიური მიმართულებებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close