მთავარი ამბები

თელავში 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთადან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მერაბ ამბროსიძის ცხედარი თანასოფლელმა, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში ნახა და სამართალდამცველებს შეატყობინა.

ხანდაზმულს შესაბამისი სამსახურები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გამოძიება 115- ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close