რეგიონი

ბათუმის მერიის თასი

1-12 ივლისს ქალაქ ბათუმში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი-,,ბათუმის მერიის თასი“ გაიმართა. საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა ორმოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

სიღნაღელი მოჭადრაკე ივანე სიფრაშვილი ქალაქ ბათუმის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ვერცხლის მედალი და თასი მოიპოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა ივანე სიფრაშვილს ტურნირში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ივანე სიფრაშვილი ქალაქ სიღნაღის პოლგარის და აზმაიფარაშვილის სახელობის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელი და დამსახურებული მწვრთვნელ-მასწავლებელია.
ფესტივალი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის, საჭადრაკო სკოლა „ნონას“ და ბათუმის მერიიის ორგანიზებით ჩატარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close