თვითმმართველობა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს

0

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული.

ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სასტუმროს მფლობელმა ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 992 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცა. დაფინანსდა ჯამში 112 პროექტი, აქედან 19 სასტუმროა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close