დღის ამბები

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 200-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 722 285 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით 19 462 112 ადამიანი დაინფიცირდა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 273 552 შემთხვევა გამოვლინდა, 6 207 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close