დღის ამბებილაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში შმაგი ნოზაძე გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

8 აგვისტო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ჩოხოსნებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
დღესვე, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშილმა:

„რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს, ლაგოდეხში მცხოვრები თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი შმაგი ნოზაძე შეეწირა. ჩვენი გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა. თითოეულმა მათგანმა სისხლით გადაიხადა ვალდებულება სამშობლოს წინაშე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და ქედს ვიხდით მათ წინაშე“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close