ისტორია

ნადიკვარი

ეს თელავის თვალისჩინია ქალაქის აღმოსავლეთით ერთ-ერთ ბორცვზე გადაშლილია ვეებერთელა მინდორი ,რომელიც გადაჰყურებს მთელ შიგნით კახეთს.

“ეს თელავის თვალისჩინია ქალაქის აღმოსავლეთით ერთ-ერთ ბორცვზე გადაშლილია ვეებერთელა მინდორი ,რომელიც გადაჰყურებს მთელ შიგნით კახეთს. აქ ძველად ყოფილა სასაფლაო

,რაც მტკიცდება შემთხვევითი გათხრების დროს აღმოჩენილი სამარხებით ,ხოლო შემდეგ გადაქცეულა სახნავ მინდვრად და უთესიათ დიკა აქედან წამომდგარა მისი სახელი “ნადიკარი”.ნადიკვრის” ფერდობზე რიყეს ჰქონია კალაპოტი ,მის სამხრეთით 50-60წლის წინათ იყო აგურხანები მთელი მიდამო გუბეებად იყო ქცეული .
მთელი ნადიკვრის ფართობზე 2 სახლი იყო .თვით ნადიკვარზე ვახვახიშვილებისა და სამებასთან ” ობლიაანთი’ აქ უბანი გაშენდა20-30წლის წინათ ,ნადიკვარსაც რომელიც ვახვახიშვილების საკუთრებას წარმოადგენდა ბლომად მოაწყდა მუშტარი ,მენშევიკების დროს სწრაფად გაიყიდა 4-5 მეტრი ,გასავლელი გზაღა რჩებოდა ,ზოგმა სახლის აშენებაც მოასწრო .საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნადიკვარს მიექცა ყურადღება ,ნაირ-ნაირი
ყვავილებით გაზონებს ამშვენებდა დიდი ბელადის -სტალინის მომღიმარი მონუმენტი ბავშვით. სხვა გასართობებს შეემატა იშვიათი ხელოვნების საზაფხულო თეატრის შენობა”‘ — ვანო პაატაშვილი “კოლხმა’ 1951წელი-21 ივლისი.
ლია სოზაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close