ისტორია

ვასილ როინაშვილი

ცნობილი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ძმისწული ვასილ როინაშვილი დაიბადა 1879 წელს

.ვასილი იყო ღარიბი მედუქნის შვილი ამიტომ  ბიძამ ითავა პატარა ვასოს აღზრდა . ყმაწვილს მხატვრობის ნიჭი რომ შეატყო, მიაბარა გ.გაბაშვილს და შემდეგ გაამგზავრა პეტერბურგში, იქ მან გაიცნო ცნობილი რუსი მხატვარი ი.რეპინი .1900წელს პეტერბურგიდან დაბრუნებული ვ. როინაშვილი თელავში იწყებს ცხოვრებას აქვე დაოჯახდა სოფიო ყაზახაშვილზე .

როინაშვილის ოჯახი თელავში თავისებურ სალონს წარმოადგენდა , მისი ოჯახის და სალონის სტუმრები ყოფილან : აკაკი წერეთელი , ვაჟა-ფშაველა ,ვასილ ბარნოვი, გ.ქუჩიშვილი და სხვა .

მას ჰქონდა მშვენიერი ეზო ლამაზი სახლ-კარით აქ ნახავდით ვარდების ხეივანს , ყვავილების გაზონებს, სხვადასხვა ბუტაფორიებს , ყველგან იგრძნობოდა მხატვრის გემოვნება .ვ.როინაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული თელავის თეატრალურ -ლიტერატურულ და წ.კ.გ.საზოგადოების ცხოვრებაში. მას ეკუთვნის ათასობით ფოტო თელავზე და თელაველებზე. .

„საშუალო ტანის თეთრი თმა-წვერით შემოსილი ,სათნო სახით ….. მარად კეთილად მომზირალი თვალებით … ასეთად ჩაებეჭდა ჩემს მეხსიერბაში ფოტოგრაფი და ხელოვანი ვასილ როინიშვილი .“

იხსენებდა მუზეუმის ყოფილი დირექტორი -ოქრო ჭიჭაშვილი. ვ. როინაშვილს ეკუთვნის ცნობილი სურათი „ტყის ძმები.“

ავტორი : ლია სოზაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close