დღის ამბები

შეხვედრა ბავშთა უფლებებზე

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ორგანიზაციის მიერ კახეთის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების შეუფერხებლად მიღების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„კახეთის რეგიონში ახალი საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები შენდება, პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლაში სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო, მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close