დღის ამბები

ყვარელში ახალგაზრდები ინგლისური ენის უფასოდ შესწავლას შეძლებენ

ახალგზრდული სტრატეგიის ფარგლებში, ყვარელში ახალგაზრდებს ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გვინდა ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა. ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ბიბლიოთეკის შენობა, რადგან ეს გვინდა გახდეს ადგილი, სადაც შევძლებთ მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ იდეებისა დაა შეხედულებების გაცვლას. ვიმედოვნებ, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ახალგაზრდების დასაქმებასა და განვითარებაში “- აღნიშნა დავით ქევხშვლმა.

სასაუბრო ინგლისური ენის გაკვეთილები ბრით დიუ პლესისთან ერთად ( მოხალისე მასწავლებელი სამხრეთ აფრიკიდან ) ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

განაცხადის შესავსებად და დამატებითი
ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

მისამართი: ყვარლის მთავარი ბიბლიოთეკა, რუსთაველის 9;
ტელ.: 599 85 60 05 – პროექტის მენეჯერი ნათია ოსეფაშვილი
ელ. ფოსტა: Nosefashvili15@gmail.com

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close