დღის ამბები

სუს-მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ირანის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. შედეგად კი ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში – 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

სუს-ის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. შედეგად კი ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში – 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი.გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.The officers of the Anti-corruption Agency and Counterterrorism Center of the State Security Service, as a result of operative-searching and investigative activities, on the basis of court ruling, detained two citizens of Islamic Republic of Iran residing in Georgia on the fact of illegal entrepreneurial activities. Investigation established that the mentioned individuals carried out money transfers from Georgia to the banking system of the Islamic Republic of Iran without necessary permit and license for the mentioned activity bypassing the banking system of Georgia. As a result of this, the charged individuals received income in large quantities in exchange for money conversion and transfer services. It has been established that, as a result of illegal entrepreneurial activities conducted by the charged individuals turnover of money amounted to GEL 12 603 569, while received income estimated to GEL 504 142 in total. As a result of search conducted in charged individuals’ offices, USD 155 897 and EURO 8 739 and GEL 66 673 have been seized. Investigation is in progress into the fact of illegal entrepreneurial activities.Investigation is carried out by Anti-corruption Agency of the State Security Service.

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on Friday, July 24, 2020

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close