პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მხარის გუბერნატორებზე: საჭიროებს ცვლილებები საკადრო ნაწილში

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მხარის გუბერნიების მუშაობის ეფექტურობაზეც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით იგეგმება როგორ სტრუქტურული ისე საკადრო ცვლილებები უახლოეს მომავალში. 
ჩემი შეფასებით, რეგიონული მმართველობის ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც ახალი მთავრობა მიიღებს, იქნება ჩვენ განვახორციელოთ სტრუქტურული ცვლილებები ამ მიმართულებით, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები.

ამ ინსტიტურს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები ,რომლებიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს.

„ჩემი შეფასება ამ საკითხთან დააკვშირებით, არის შემდეგი. მე ვფიქრობ,რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს. მათ შორის საკადრო ნაწილში“

მე ვფიქრობ რომ ეს ინსტიტუტუი აუცილებელია, მაგრამ იგი საჭიროებს გაძლიერებს, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნას,რომელიც საშუალებას მოგვცემს  მოსახლეობისგან მივიღოთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ადგილზეა.

ჩემი შეფასება ამ საკითხთან დააკვშირებით, არის შემდეგი. მე ვფიქრობ,რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს. მათ შორის საკადრო ნაწილში.“

 

დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close