დღის ამბები

როდესაც მოსვლა გინდა წინაც უნდა იყურებიდე- მეუფე იაკობი

“როდესაც მოსვლა გინდა წინაც უნდა იყურებიდე, რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა , არც მანამდე თუ იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა ეკლესიის წინააღმდეგ. “- ამ სიტყვების დაიწყო ლაპარაკი მეუფე იაკობმა არჩევნების და საკონსტიტუციო ცვლილებებზე თემის კომენტირება. ბოდბელი ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსთვის რაც სასარგებლო იქნება ყველა ისე უნდა მოიქცეს და იმოქმედოს.

“არჩევნები უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინდოდეს . როცა გამოდიან და სულ ერთმანეთის მარტო იმიტომ ვარ კარგი, რომ იმაზე ცუდს ვამბობ , ბევრი მაქვს ნანახი და მასეთ რაღაცებს არ ვუსმენ პირიქით, გულსატკენი. ბევრს მისვლის შანსი არ აქვს , რასაც მე ვუყურებ. ვხედავ , რომ გარკვეულ ძალას ოპოზიაციაში დარჩენა უნდა და სხვა არაფერი, საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა . ასე ჩანს , ხალხთან ურატიერთობა მაქვს , შეიძლება შეიკრიბო და ბევრი ადამიანი დაჯდე ერთად, მაგრამ ალბათ, როდესაც მისვლა გინდა წინაც უნდა იყურებოდე რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა, არც მანამდე თუ იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა ეკლესიის წინააღმდეგ. ჟურნლისტის კითხვაზე გულისმობს თუ არა ოპოზიციას ან კონრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას? – მეუფემ თქვა, რომ ” ვინც არ უნდა იყოს შენთვის პოზიცია, ოპოზიცია , არაპოზიცია და არაოპოზიცია ყველა ჩვენი მოქალაქეა და ჩემი ქვეყნის შვილია , ამიტომ მასე არ ვყოფ. შეიძლება სიმპათიები მქონდეს კონკრეტული რაღაცის, ან არ ვეთანხმებოდე , მაგრამ პოზიციაშია თუ ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ სწორად ვიქცევით. მთავარია სახელმწიფოს რაც წაადგება ისე მოვიქცეთ და ვიმოქმედოთ”- აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე : ამერიკა დაახლოებით 15% დამხარებას უჩერებს საქართველოს და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ფონზე არჩევნების ჩატარება?- მეუფე უპასუხა , რომ საკითხი ყურადსაღებია, მაგრამ არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს იმიტომ, რომ არჩევნებს ქართველი ერი ატარებს.

“ამერიკაში ასეთი არეულობაა და თავისი ქვეყანა აქვთ მისახედი. როცა მოკიდებენ ხელს და წესრიგს აღადგენენ, მერე უფრო ყურადსაღები იქნება. როდესაც ქუჩაში მკვლელობები მიმდინარეობს ცოტა ისე მეჩვენება მიუხედავად იმისა, რომ იცით ამერიკასთან ძალიან კარგი განწყობები და ურთიერთობები მაქვს. “- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close