დღის ამბები

მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედია საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა

“მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს. “- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითვას უპასუხა. მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედია საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი “ჩაიფარცხება” და გამოძიება თავის სათქმეს აუცილებლად იტყვის.

“სარალიძის ამბავმა აჩვენა , რომ არაფერი არ ჩაიფარცხება. თუ გამოძიებაა ზერელედ არ უნდა გამოიძიო . მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაცას ხელს აფარებდეს. ახლა რაც მთავარია ითქვა , რომ ეს იყო მკვლელობა.
ჩემი გულის ტკივილი მინდა გამოვხატო, ვუსამზირობ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს მთელ საქართველოს, არა მარტო ოჯახს. მინდა ჩემ ერში არსეთი რაღაცები აღმოიფხვრას. ვინც ჩაიდინა ვაჟკაცობა უნდა გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ ? ვთქვათ , ექვსმა კაცმა იჩხუბა ან რვამ, ათმა , შვიდმეტმა კაცმა , ყველა ხო ვერ მოკლავდა?! მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს , ზედმეტად პოლიტიტიზირებული იყო, ცდილობს ხოლმე მედია, რადგან პოლიტიკური მედიაა უმეტესად, თავისით წაიყვანოს ყველაფერი, ასე არ შეიძლება .
ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ მე არამგონია, რომ ეს ძიება ამაზე არ მისულიყო, არ მგონია ასე ყოფილიყო. ალბათ გამოძიება უფრო ღრმადაც ჩავა და უბრალოდ გულსატკენია, რამდენი ადამიანი იღუპება. იჩხუბეს, დალიეს ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ კიდეც . ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, რომ ოჯახის და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან. არ მოიტყუონ ეხლა ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცაო,”– ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს ბოდბის დედათა მონასტრეში წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც პეტრე- პავლობა აღნიშნეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close