დღის ამბები

ლაფანყურსა და ფშაველში შიდა საუბნო გზებზე გარე განათება დამონტაჟდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლაფანყურსა და ფშაველში შიდა საუბნო გზებზე გარე განათება დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში, გარე განათება ლაფანყურში 6 საუბნო გზაზე, ხოლო ფშაველში 8 საუბნო გზაზე მოეწყო.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ლაფანყურისთვის 18 000 ლარი, ხოლო ფშავლისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close