დღის ამბები

სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 550 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,როუდ სოლუშენი,, ახორციელებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 379 973 ლარით ფინანსდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close