“წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სხვა სართულებზე გადასვლის საშიშროება არ არის” – ამის შესახებ სასტუმრო რედისონ ქოლექშენის გენერალურმა დირექტორმა ელენე ოთარაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და დამსვენებლების გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხდა. ცეცხლი მეოთხე სართულზე ერთ ოთახში გაჩნდა, რა დროსაც დროულად ჩაერთო სისტემა და შევძელით ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ცეცხლი უკვე ლოკალიზებილია”
შემთხვევის ადგილზე ვითარებას გაეცნო კახეთის გუბერნატორი. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.