დღის ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარდენახში სარწყავი წყლის პრობლემას გამოეხმაურა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარდენახში სარწყავი წყლის პრობლემას გამოეხმაურა. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი სამართლიან უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა საკითხის ობიექტური შეფასება ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციონერის მიერ პოლიტიკური მანიმუპაციის საგნად რჩება. 

” ეს არის პრობლემა, რომელიც რეგიონში ამ სეზონზე დგება. შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით, თუმცა როცა წყლის გაზრდილი მოხმარებაა და გვალვაა საკითხის დროული გადაჭრა ადამიანურ ძალებს აღემატება. ამ ეპრიოდში ნაკლებია წყალი , მაგრამ გაზრდილია მოხმარება. სწორედ ამ მიზეზით მოსახლეობის ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარაგულების მორწყვას ვერ ახერხებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ინფრასტრუქტური პროექტი განხორციელდა, რომელიც სამელიორაციო სისტემას ეხება და რამაც გასულ წლებთან შედარებით წყლის დებეტის გაზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა”- განმარტავენ გურჯაანის მერიაში.

სპეციალისტების შეფასებით, ძლიერი გვალვის გამო დაახლოებით 15 კუბურის ნაცვლად სათავედან წყალის მიწოდება 5 კუბამდეა შემცირებული, რის გამოც სოფელ კარდენახის მოსახლეობამ მელიორაციის სამსახურს პრობლემის მოგვარება დღეს მოთხოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close