დღის ამბები

როდის შეძლებენ ბაგა ბაღები მუშაობის დაწყებას

უკვე რამდენიმე თვეა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გამო, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელები არ დადიან. სასწავლო დაწესებულებები 2 მარტს დაიკეტა და როდის განახლდება პროცესი ჯერ კიდევ უცნობია.
ამ მდგომარეობამ პრობლემა გამოიწვია როგორც აღსაზრდელების პირად სივრცეში, ასევე მშობლბისა და კერძო ბაღების საქმიანობაში.
,,უკვე რამდენიმე თვეა ბაღები დაკეტილია, არც ბავშვებისთვის გასართობი სივრცეებია, რომ ურთიერთობას მიჩვეული ბავშვები სახლში არ გამოვკეტოთ. ესეც, რომ არ იყოს ყველაზე დიდ პრობლემას, ის მშობლები წავაწყდით, რომლებიც დასაქმებულები ვართ და ყოველდღიურად სახლიდან გასვლა გვიწევს. სამწუხაროდ არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ძიძა ავიყვანო, არც სახლში მყავს ვინმე რომ ბავშვი დაიტოვოს, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე? თუ სამსახურს დავტოვებ შემოსავალიც გაქრება.“ – ასე აღწერს თავის დღევანდელ მდგომარეობას თელაველი მშობელი.
,,განახლდება თუ არა სექტემბერში, თელავის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“-აღნიშნულ განცხადებას , ,,მთავარი ამბები კახეთთან“ ააიპ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მ/შ ია ლურსაბიშვილი აკეთებს.
,,არაერთხელ დავრეკეთ მთავრობის ადმინისტრაციაში და ყოველთვის უარს გვეუბნებიან კერძო ბაღების გახსნაზე, იქნებ ჩვენც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება. ამდენ სამსახურს რომ ხსნიან ეს მომსახურე პერსონალი მშობლები არიან და უმეტესს პატარა შვილები ყავთ, სად წაიყვანონ ბავშვები არ იციან ყველას ააქვს იმხელა ხელფასი რომ 400ლარი ძიძაში გადაიხადოს??ამიტომ.უარის თქმა უწევთ სამსახურზე და ეს რის მანიშნებელია ყველამ კარგად ვიცით!ჩვენ ისედაცვიცავდით რეგულაციებსდა კიდეც დავიცავთ !მთავარია მუშაობის უფლება მოგვცენ”-აცხადებს, თელავში კერძო ბაღი ,,მაშიკოს“-მფლობელი.
„ველოდებით სამინისტროს რეკომენდაციას. გადაჭრით არ ყოფილა საბოლოო გადაწყვეტილება. რასაც გვეტყვიან, იმის შესაბამისად მოვიქცევით. რაც შეეხება მზადყოფნას, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სააღმზრდელო ბაღი მზად არის სწავლის დასაწყებად.ბაღი სრულად მომზადებული და დამუშავებულია უსაფრთხოების მხრივ. ამ ეტაპზე ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 2-3 წლიანი ბავშვების მიღება და რეგისტრაცია 13 ივლისამდე გაგრძელდება. სააღმზრდელო დაწესებულებაში 3146 აღსაზრდელი ირიცხება, 874 კი სასკოლო ასაკის იყო და გავუშვით.“-აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ია ლუარსაბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close