დღის ამბები

დღეიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება

დღეიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ.

განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირება 70-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა.

„ისინი სრულად აკმაყოფილებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სპეციალურად მომზადდა პროფესიული დაწესებულებებისთვის. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ნამდვილად, ყველა სივრცეა მოწყობილი ამ რეგლამენტის შესაბამისად და კოლეჯები უკვე მზად არიან, რომ გაიხსნან, მიიღონ სტუდენტები და ამის პარალელურად, კოლეჯები ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვისაც“ – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close