Home დღის ამბები „გაფრთხილდით, ტყის ხანძრების საშიშროებაა“-კარლო ამირგულაშვილი

„გაფრთხილდით, ტყის ხანძრების საშიშროებაა“-კარლო ამირგულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი  კარლო ამირგულაშვილი სოციალური ქსელით  მოლაშქრეებს და მონადირეებს ურჩევს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ  ტყეში გადაადგლებისას:

„ გაფრთხილდით, ტყის ხანძრების საშიშროებაა და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიზიტორებმა, მონადირეებმა და მოლაშქრეებმა!!!

 არანაირი კოცონის დანთება ტყეში, ნარჩენების დატოვება, გაუფრთხილებლობა. ნუ გვიყვარს სამშობლო მხოლოდ სადღეგრძელოებში!!!

 გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, 9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“