სეს კალიის საწინააღმდეგო წამლობას ახორციელებს

0

სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

ამ დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში – კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, თბილისის შემოგარენში დამუშავებულია 26000 ჰექტარი ფართობი. იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, ღონისძიებები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

კალიის საწინააღმდეგო წამლობა სახელმწიფო პროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“, ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები იცავს მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განადგურებისაგან.

Facebook Comments

Show More

Related Articles

Back to top button
error: Content is protected !!
Close
Close