დღის ამბები

კახეᲗᲨი მოხუცი ხანᲫარმა იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა ის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close