დღის ამბები

კახეთში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ფერმერებს შეხვდა.

მინისტრი რეგიონში კახეთის მხარის რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი, აგროვადების დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში 15 ივნისიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 100 ერთეული კომბაინი. კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close