დღის ამბები

სისხლიანი დაპირისპირება გურჯაანში მკვლელობით დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლყაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრილი გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” “რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
კლინიკის ხელმძღვანი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

,, რამდენიმე წუთის წინ სასწარაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები.სამწუხაროდ,.ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა,- აღნიშნა გელა ორველაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარრობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close