დღის ამბები

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა.®მხარეებმა ევროკავშირის “მერების შეთანხმების“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

,,პროექტი ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამჟამად იყალთოს საბავშვო ბაღში სრული დატვირთვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. რამდენიმე თვის წინ, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალური ტექნიკა გადაეცა, რომელიც ამუშავებს წალამს, შედეგად შექმნილი ბიომასა კი საბავშვო ბაღების გათბობისთვის გამოიყენება. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის 1 საბავშო ბაღსა და იყალთოს ბაღში განხორციელდება. ენერგოეფექტური ბაღის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია და საწვავად გამოვიყენოთ სუფთა ბიომასა.,, – აღნიშნა შოთა ნარეკიშვილმა. პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ელჩმა.

,,მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კახეთში,რეგიონის მასშტაბით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის არის იყალთოს საბავშვო ბაღის თბო-მოდერნიზაციის პროექტიც.,,– განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი –

,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით).

პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 748 695,6 ევროს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close