დღის ამბები

ლაგოდეხში იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

აღნიშნული სერვისით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება ეძლევა კვალიფიცირებული იურისტის კონსულტაციით, უფასო სამართლებრივი დახმარება მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

გახსნის ცერემონია ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა და მას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.

„ლაგოდეხში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურება ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იქნება, რაც მოსახლეობაში არსებული სამართლებრივი პრობლემების მოგვარების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

საკონსულტაციო ცენტრის მისამართია: ქ.ლაგოდეხი, მერაბ კოსტავას ქ. №1

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close