დღის ამბები

ნინო გოგოლაშილს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება

კახეთის სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს, ნინო გოგოლაშილს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ემუქრება . როგორც გოგოლაშვილმა მთავარი ამბები კახეთთან საუბრისას აღნიშნა:

„გამთენიისას დამირეკა სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩემს პირად ნომერზე ვოცაფის და მომთხოვა დაუყონებლივ ამეღო გუშნდელი ჩემი პოსტი, რომელიც სიღნაღის ქართული ოცნების შტაბის ფორმირებასა და მათ წევრებს ეხებოდათ.

კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარემ მითხრა რომ თუ არ ავიღებდი პოსტს ისინი ამოვიდოდნენ და გასაგები ენით დამელაპარაკებოდნენ. პასუხი მქონდა მარტივი მობრძანდით თელავის ოფისში ვარ. რამდენიმე წუთის წინ კვლავ დამირეკა და მითხრა რომ ის და მისი გუნდი გზაში არიან და ჩემთან შესახვედრად  მოდიან.

საზოგადოებას მინდა გავაცნო ახალი სახე საკრებულოს თავმჯდომარის  და შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩვენს ოფისში და ერთად მოუსინოთ რისი თქმა სურს ილია ხატიაშვილს.“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close