დღის ამბები

“სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 63 წლის ქალის კონტაქტები მოძიებულია

“სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 63 წლის ქალის კონტაქტები მოძიებულია, რომელთა რიცხვი ამ ეტაპზე მხოლოდ სამს შეადგენს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით,
შუახნის ქალი თელავში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩამოვიდა და მას ყარაჯალაში კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.

“იმავე საღამოს ქალბატონმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა . დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ის თბილისში ცხოვრობს კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილები არიან საკარანტინო ზონაში. ქალბატონი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა. “,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, 63 წლის ქალი დიდუბის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. მას კორონავიური დღეს დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისში , ინფექციურ საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close