დღის ამბები

მიიღე მონაწილეობა გამოკითხვაში : თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემო და ეკონომიკის განვითარების პოტენციალი

მოგესალმებით! გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოსა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების კვლევაში. კვლევა ტარდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის

მრავალპარტიული დემოკრატიისათვის – EECMD – დაკვეთით. ჩვენ გვაინტერესებს რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით და როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა მუნიციპალიტეტში, ამიტომ თქვენი მონაწილეობა კვლევაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

კითხვარის შევსებას სულ 10 წუთი სჭირდება. კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი, ანონიმური და კონფიდენციალურია, ჩვენ არ გეკითხებით არც სახელს, არც გვარს, ამიტომ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გულახდილად უპასუხოთ დასმულ კითხვებს. თქვენი პასუხები დამუშავდება სტატისტიკურად და შეჯამდება ისე, რომ არ მოხდეს კვლევის მონაწილეების ვინაობის იდენტიფიცირება.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: კვლევისა და განვითარების ფონდი, randdefoundation@gmail.com.

დიდი მადლობა!

მოსახლეობის გამოკითხვა – გადადი ლინკზე :  თელავის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემო და ეკონომიკის განვითარების პოტენციალი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close