დღის ამბები

სოფელ არეშფერანში  ჭაბურღილისა და წყლის მაგისტრალის მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ  არეშფერანში (კაკლიანი),  ჭაბურღილისა და წყლის მაგისტრალის მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

წყლის სისტემის მოწყობა ჯამში 218 473 ლარით არის განსაზღვრული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ფინანსდება.

დღეის მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი არეშფერანში,  მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო  წყალმომარაგება, ძირითადად, ხორციელდება არაცენტრალიზრებულად, ერთეული არტეზიული ჭაბურღილებითა და საკუთარ ეზოებში, მიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე გრუნტის წყლების ჰორიზონტამდე გაყვანილი სამეურნეო ჭებით, რომელთა საშუალებით მოპოვებული წყლის რაოდენობა განსაკუთრებით ზაფხულის წყალმცირობისას, მნიშვნელოვნად მცირდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად,  მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, არტეზიული ჭაბურღილის გაყვანა-მოწყობის  თაობაზე.

პროექტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close