დღის ამბები

23 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს, 25 ივნისიდან კი ამინდი გაუარესდება

23 ივნისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 24 ივნისს, დღის ბოლოდან 27 ივნისამდე დროგამოშვებით იწვიმებს და ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც, 25 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. 25 ივნისს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close