ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში,,ქალთა ოთახი’’ გაიხსნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში “ქალთა ოთახი” ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“ქალთა ოთახის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერითა და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით;საბავშვო კუთხით;სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად; ბიბლიოთეკით; საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ
“ქალთა ოთახი” საერთაშორისო ორგანიზაცია “HEKS/EPER”- ის პროექტის – “მოლი კახეთში”ფარგლებში, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, კახეთის გუბერნიის თანადგომითა და მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიხსნა.
“ქალთა ოთახის” პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრები იყვნენ ღვაწლმოსილი ქალები, რომლებმაც შექმნეს ნახევარსაუკონოვანი ისტორია მუნიციპალიტეტის 72 წლიან და ქალაქ ახმეტის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში. საღამოს დასასრულს დამსახურებული ქალბატონები წიგნებით,სიგელებითა და თაიგულებით დაჯილდოვდნენ. მუნიციპალიტეტის მერია გააგრძელებს ლიდერ ქალთა მოძიებას და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.

Facebook Comments