განათლებადღის ამბები

მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა სიღნაღში

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს ახალ პროექტს -„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა, “ რომელიც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში მოიცავს.

კახეთის რეგიონში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სიღნაღის მუნიციპალიტეტი შეირჩა, ხოლო, პროექტში აქტიურად ჩართვისა და მისი განხორციელებისათვის მერიის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართება: ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება.

თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფაი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“

საბოლოოდ, პროექტი 3 წლიანი რეფორმის შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტში მდგრადი და ეფექტიანი ეკოსისტემის შეიქმნას ისახავს მიზნად, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ასევე, მათი პოტენაციალის სრულად რეალიზებას.
ამ დროისთვის, ახალგაზრდულმა სააგენტომ უკვე დაიწყო ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მუნიციპალიტეტში მაცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს, მიიღოთ კვლევაში მონაწილება, გამოხატოთ თქვენი აზრი და ამით ხელი შეუწყოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სფეროს გააქტიურებასა და განვითარებას.
ელექტრონული კვლევის კითხვარის ლინკი იხილეთ შემდეგ ბმულზე: : https://youthagency2019.typeform.com/to/iveENA

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close