რეგიონი

ზემო მაჩხაანში ალოობა მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან და ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გიორგი იაკობიშვილთან ერთად სოფელ ზემო მაჩხაანის პატარა მთის ტერიტორიაზე მოსავლის აღების პროცესს დაესწრო, სადაც მათი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთებია განთავსებული.

აღინიშნა, რომ მაჩხაანელებს ალოობის ჩატარებაში ტექნიკის სიმცირე აფერხებდათ. პრობლემა კი მას შემდეგ მოგვარდა, რაც შპს ,,მექანიზატორმა “ იქ დამატებითი კომბაინი გაგზავნა.
მაჩხაანელებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილსა და მალხაზ მერაბიშვილს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ფერმერებისათვის ხელისუფლების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close