დღის ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნა. დღეიდან ფერმერებს ატმის, ვაშლატამის, გარგარისა და სხვადასხვა ხილის გაყიდვის შესაძლებლობა ადგილზე ექნებათ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ბაზრის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი რეგულაციები. მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს უტარდებათ დეზინფექცია, მძღოლები კი გადიან თერმოსკრინინგს .

ხილის საბითომო ბაზარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაათვალიერეს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ წელს ფერმერებს ატმისა და ვაშლატამის რეალიზაციის არ გაუჭირდეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ატმის კრეფა რამდენიმე დღეში ქატიურად დაიწყება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close