დღის ამბები

სოლომონ პავლიაშვილი დღეს გურჯაანს ეწვია

კახეთის რეგიონში ატმის რთველი აქტიურ ფაზაში შედის. მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე კახეთში იმყოფებოდა.

სამაცივრე მეურნეობების დათვალიერების შემდეგ, სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ხილის ტრადიციულ ბაზარს ეწვია და რეალიზატორებს ადგილზე გაესაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ატმის მოსავლის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ბაზარი დაკმაყოფილდება, რეალიზატორები მოსავალს საზღვარგარეთ გაიტანენ.
წელს კახეთის რეგიონში ატმის უხვი მოსავალია. ფერმერები 35 000 ტონზე მეტ მოწეულ ატამსა და ვაშლატამას ელოდებიან

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close