დღის ამბები

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება

WhatsApp-ის მესენჯერს ახალი ფუნქცია ემატება. ამის შესახებ ვებგვერდი WABetaInfo წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი ფუნქცია მომხმარებელს დაეხმარება მესიჯი „სასაუბრო ფანჯარაში“ თარიღის მიხედვით იპოვოს. ახლა მესენჯერში უკვე არის ძებნის ფუნქცია, თუმცა კონკრეტულ დღეს გაგზავნილი მესიჯის მოძებნა მარტივად არაა შესაძლებელი.

ახალი ფუნქციის გაშვების შემდეგ მომხმარებელი სწრაფად იპოვის საჭირო მესიჯს, როცა გაგზავნის ან მიღების თარიღს აირჩევს. ამისთვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს კალენდრის ღილაკი „სასაუბრო ფანჯარაში“ ძებნის რეჟიმით.

ამ დროისთვის ფუნქციის ალფა-ტესტირება მიმდინარეობს. როდის გაეშვება ახალი ფუნქცია და როდიდან იქნება ფართო საზოგადოებითვის ხელმისაწვდომი, ჯერ არ სახელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close