დღის ამბები

უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, გარდაიცვალა 12 წლის ბავშვი

უბედური შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში. BMW – მარკის ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close