დღის ამბები

19 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თბილისში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close