დღის ამბებირეგიონი

ნადიკვრის პარკის ფანჩატურებისა და ტერასების მოწყობაზე, თელავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

თელავის პარკ “ნადიკვირის” რეაბილიტაციაზე 315 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ცნობილია, რომ სარეკონსტურციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რის შემდეგაც გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე “ ნადიკვარის პარკში” ახალი ფანჩატურები და ტერასები უნდა მოაწყოს.

პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს “ნადიკვრის პარკში” ამფითეატრის რეაბილიტაცია, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 226 ათას 800 ლარი უჯდება.

საბოლოოდ, 2020 წლის ბოლოს პარკში დასრულებული უნდა იყოს, როგორც ტერასების და ფანჩატურების მოწყობა, ასევე რეაბილიტირებული ამფითეატრი. თელავის მერიაში ამბობენ, რომ ყველა სიახლესთან ერთად დაგეგმილია ბავშვთა ატრაქციონებს კიდევ ერთი ახალი ატრაქციონი დაემატოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close