დღის ამბები

ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში თანასოფლელებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მოქალაქეევმა გამოიძახეს სამართალდაცავები, რის შემდეგაც მამრობითი სქესის ბავშვი წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის შეფასებით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close